ფინანსები
24/01/2023

ეროვნულმა ბანკმა ლიბერთის ბუფერი შეუმსუბუქა

სებ-ი ლიბერთის ბუფერს უმსუბუქებს. სისტემურობის რისკის ბუფერი, ბანკს 1%-მდე შეუმცირდა. თიბისი და საქართველოს ბანკისთვის კვლავ 2.5/2.5% დარჩა.  

ზომის და დაფარვის ნიშნით, 3 ბანკს განსხვავებული ვალდებულება 2019 წლიდან დაუდგა: 1%-1% იყო TBC/BOGG-სთვის და 0.6% ლიბერთისთვის. შემდეგ, ეტაპობრივად 2.5%/2.5%/1.5%-მდე გაიზარდა.

"თიბისი ბანკი" – 2.5%;

"საქართველოს ბანკი" – 2.5%;

"ლიბერთი ბანკი" – 1%.

მოთხოვნა ბანკის ზომის, აქტივობის და მაჩვენებლების მიხედვით დიფერენცირებულია.

სისტემურობის ბუფერის ზედა ზღვარი, რომელიც მიმდინარე ეტაპზე 2.5%-ია. "თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ცალკეული ბანკის დეპოზიტების კონცენტრაცია სისტემაში აღემატება 40%-ს, აღნიშნული ბანკისთვის სისტემურობის ბუფერის ზედა ზღვარი გაიზრდება 3%-მდე. ხოლო, იმისთვის რომ სისტემურობის ბუფერის ზედა ზღვარი კვლავ დაუბრუნდეს 2.5%-ს ბანკმა ბრძანებაში გაწერილი მეთოდოლოგიის შესაბამისად დეპოზიტების წილი უნდა შეამციროს, რათა არ აღემატებოდეს 40%-ს", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.