ფინანსები
11/06/2021

ფინანსთა მინისტრი: 3.6 მლნ დოზა ვაქცინას ველოდებით, თანხის მობილიზების პრობლემა არ არის

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ვაქცინაცია არა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროშია პრიორიტეტი, არამედ ეკონომიკის კუთხითაც. 

“ვაქცინაცია ეკონომიკისთვისაც უპირველესი წამალია“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. 

მისი თქმით, მომდევნო თვეების განმავლობაში საქართველო დაახლოებით 3.6 მლნ კოვიდვაქცინას ელოდება, რისთვისაც თანხები მობილიზებულია. 

“მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენი ვაქცინის შესყიდვის შესაძლებლობაც იქნება. თანხის მობილიზების პრობლემა არასოდეს ყოფილა. დონორ ორგანიზაციებთან ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ ისინი გამოგვიყოფენ თანხას, მაშინ, როდესაც ეს ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, რიგ შემთხვევაში თანხის ანაზღაურება ხდება პირდაპირ მწარმოებელთან. საწყის ეტაპზე პრობლემა იყო უფრო მეტად ვაქცინის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ახლა უფრო ნაკლებად“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც მას “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. 

 

Businesspartner