ფინანსები
17/10/2022

ფულად გზავნილებში 85%-იანი ზრდაა - ყველაზე მეტი გზავნილი რუსეთიდან და იტალიიდან მივიღეთ

ქვეყანაში ფულადი გზავნილების შემოდინების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში,  უცხოეთიდან საქართველოში 387 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა თვესთან შედარებით 85%-ით მეტია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, შარშან სექტემბერში ქვეყანაში 209,749 მლნ დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა. ქვეყნებს შორის პირველ ადგილს კვლავ რუსეთის ფედერაცია იკავებს, მეორე პოზიციაზე იტალიაა, მესამეზე კი - აშშ. მთლიანად, 2022 წლის 9 თვეში ქვეყანაში სულ 2,8 მლრდ დოლარზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა.

ტოპ-5 ქვეყნა, საიდანაც 2022 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასეთია:

რუსეთი - 173,942 მლნ დოლარი;

იტალია - 36,288 მლნ დოლარი;

აშშ - 28,679 მლნ დოლარი;

საბერძნეთი - 18,451 მლნ დოლარი;

ყირგიზეთი - 18,120 მლნ დოლარი;

სებ-ის მონაცემებითვე, საქართველოდან საზღვარგარეთ სექტემბერში 31,950 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის სექტემბრის (29,211 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 9,3%-ით მეტია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები