ფინანსები
15/01/2021

ფულადი გზავნილები დეკემბერში 16%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილები დეკემბერში წლიურად 16%-იან ზრდას აჩვენებს.

სებ-ის მონაცემებით, პანდემიური წლის ბოლო თვეში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ თითქმის 200 მლნ დოლარს (656.2 მლნ ლარი) მიაღწია.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ დოლარს გადააჭარბა. 

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გზავნილების მოცულობას 24.7 მლნ დოლარია (81.1 მლნ ლარი), წინა წელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლები.

Businesspartner