ფინანსები
19/07/2021

GLC-ის ფასიან ქაღალდებზე მსხვილი, $2.205 მლნ-ის გარიგება დაიდო

საქართველოს სალიზინგო კომპანიის (GLC) ფასიან ქაღალდებზე მაღალი მოთხოვნაა.

საფონდო ბირჟაზე 18 გარიგების შედეგად 2 137 ობლიგაციაზე $2.205 მლნ-ის გარიგება დაიდო. ნომინალური ღირებულებით - 1 031-1032 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მსხვილი გარიგება ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებზე წელს პირველი შემთხვევაა.

კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 10 მლნ-ის სამწლიანი ობლიგაციები 2019 წლის აგვისტოში განათავსა, დაფარვის ვადა 2021 წლის აგვისტოშია.

წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.5%–ია (გადახდა ყოველ 6 თვეში).

Businesspartner