ფინანსები
01/02/2023

გვენეტაძემ სასესხო რეგულაციების შემსუბუქებაზე განაცხადა

კობა გვენეტაძემ სამომხმარებლო სესხების შემსუბუქება ოთხშაბათის მპკ-ზე დაადასტურა, თუმცა ივლისამდე მაინც არსებული რეჟიმი შენარჩუნდება - მაქსიმალური ვადა 3 წელი დარჩება.

ბაზარი არაუზრუნველყოფილი კრედიტის 4 წლამდე დაგრძელვადიანებას ზაფხულისთვის ელის, დამოკლებიდან 1 წლის თავზე.

დაკრედიტების შენელებაზე კობა გვენეტაძემ მპკ-ს შემდეგ განაცხადა. მანამდე კი  ბევრჯერ აღნიშნა,რომ ახლა, პროგნოზებზე მნიშვნელოვანი მიმდინარე მონაცემების ანალიზია.

ასე რომ რეგულაციებიც ინფლაციის მართვის პროცესშია ჩართული ამის საჭიროება მაშინ დგება როცა  მპ-ის ცვლილება არაეფექტურია. სამომხმარებლო სესხების 3 წლამდე დამოკლევადიანებაც (აგვისტოში) ამას ემსახურებოდა. მანამდე, სავალუტო იპოთეკის ვადა დამოკლდა 10 წლამდე, რაც რეკალიბრაციას არ დაექვედებარება, რადგან ლარიზაციის პრიორიტეტულობა  უფრო გრძელვადიანია.

სამომხმარებლო სესხების 3 წლამდე დამოკლების მიზანი სებ-ის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტმა მაშინათვე განმარტა. რეგულაციას მთლიანი დაკრედიტების შენელებაში 1%-იანი წვლილი უნდა შეეტანა.

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, აგვისტოდან (რეგულაცია 15 აგვისტოს შევიდა ძალაში) დაკრედიტების ტემპი (წლიური ზრდა) 15%-ით (2.5%პ -ით) შემცირდა.

აგვისტოს ეს რეგულაცია და მისი 5-თვიანი ეფექტი  სებ-ის წინდახედულობაა თუ გლობალური არაპროგნოზირებადობა, ამის შეფასებაც რთულია, რადგან ასევე ჭირს პროგნოზი, რა იქნებოდა რეგულაციის გარეშე.

ნუ მთავარია, რომ რეკალიბრაციის შესაძლებლობა არის.

 

 

Businesspartner