ფოტო: campusfrance
ფინანსები
12/01/2022

HoReCa სექტორში პრობლემური სესხების წილი კვლავ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

HoReCa სექტორში პრობლემური სესხების წილი კვლავ ყველაზე მაღალ ნიშნულზე რჩება.

სებ-ის სტატისტიკით, სავალუტო (აშშ დოლარი, ევრო) პორტფელში 13%-ია (367 მლნ ლარი), ლარის სესხების 10% (₾65 მლნ ) გაპრობლემებული რჩება. ყველაზე მაღალი 15%, 177 მლნ-ის აშშ დოლარშია, თუმცა მნიშვნელოვნად დაკლებულია. 2020-ის დეკემბრისთვის 19%-ს ( 220 მლნ ლარის) აღწევდა. უკეთესი მდგომარეობაა ევროს პოტფელში 10%-იანი "გაფუჭებით" (190 მლნ ლარის). კოეფიციენტი გასული წლის დეკემბრიდან  მხოლოდ 1პპ-ით არის მომატებული.

პერიოდი $
01.12.2021 12% 15% 11%
01.12.2020 13% 19% 10%

როგორც იცით, უმოქმედო სესხები (არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო) 100%-მდე სარეზერვო მოთხოვნით რეგულირდება.

სასტუმრო-სარესტორნე ბიზნესის დაკრედიტების წილი შემცირებულია. 1.12.2021-ის მდგომარეობით 2.044 მლრდ ლარია (წილი: 10.4%).

სამასპინძლო ბიზნესს რამდენიმე თვეა რაც ძირითადი შეზღუდვები მოეხსნა. 1-ლი ივლისიდან, კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგ კი სტუმრების 00:00 სთ-მდე გასტუმრების რეგულაცია მოქმედებდა. მწვანე პასპორტის შემოღებიდან (01.12.2021) კი შეზღუდვა მოხსნილია.

იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 58% მხოლოდ 3 დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის. 

დარგი H1/2021  01.12.2021
  ₾ მლრდ ₾ მლრდ
მრეწველობა 4 484 997  4 656 872
ვაჭრობა 3 794 452  3 934 648
მშენებლობა  2 677 212 2 819 941
ჰორეკა 2 105 416 2 044 869

    

                     

                               

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები