ფინანსები
15/01/2021

HoReCa სექტორში უნაღდო დანახარჯები საახალწლოდ რეგულაციების შერბილებამ გაზარდა

HORECA-ზე უნაღდო დანახარჯები მცირედით გაუმჯობესდა, რაც სადღესასწაულო პერიოდში ადგილობრივი ტურიზმის გააქტიურებით აიხსნება. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, მიმდინარე კვირაში სასტუმროებზე უნაღდო ხარჯვაზე სადღესასწაულო პერიოდი აისახა, წლიური ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით მცირედით გაუმჯობესდა და -66% შეადგინა.

როგორც თიბისი კაპიტალის კვლევაშია აღნიშნული, რესტორნებში უნაღდო დანახარჯების ცვლილება დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს და 5-11 იანვრის პერიოდში წ/წ -68%-ს შეადგენს.

Businesspartner