ფინანსები
07/08/2020

იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირებულია

ახალი გაცემული იპოთეკური სესხები ივლისის ბოლოსთვის ზრდის დადებით მაჩვენებელს მიუახლოვდა.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 3 აგვისტოს დამთავრებულ შვიდ დღეში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია.

3 აგვისტოს დამთავრებულ შვიდ დღეში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 14%
შეადგინა. რაც შეეხება სუბსიდირებულ იპოთეკურ სესხებს, რომლის წილი 30%-ია, 1 პპ-ით გაუმჯობესებულია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.

ამავდროულად თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის ზრდის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი მცირედით შემცირდა და ამჟამად წ/წ -16%-ს შეადგენს, წინა კვირის -6%-თან შედარებით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები