ფინანსები
02/06/2021

ირაკლი კოვზანაძე: არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ლარის კურსი სებ-ის პრეგროგატივაა

„ვისი პასუხისმგებლობაა ლარის კურსი, მთავრობის თუ ეროვნული ბანკის?“ - ამ კითხვით მიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, სებ-ის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას.

„არავის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ჩემთვის პასუხი ნათელია - ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ამის დასტურად საქართველოს კონსტიტუცია და ეროვნული ბანკის ორგანულ კანონი მოიყვანა.

„ფულის ემისია ეროვნული ბანკის ექსკლუზიური ფუნქციაა, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელება კი ეროვნული ბანკის ფუნქციაა. წარმოგვიდგენია, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თავი აარიდოს ევროზე პასუხისმგებლობას? ან ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ აშშ დოლარზე პასუხისმგებლობას? - მაღალი დოლარიზაციის და მაღალი იმპორტ დამოკიდებულობის პირობებში ლარის 1%-ით, ან 10%-ით გაუფასურება რა ოდენობით გადაეცემა ფასების ზრდას და რა ზომით აისახება მოსახლეობის განკარგვად შემოსავლებზე?" - ჰკითხა კოვზანაძემ გვენეტაძეს და იმედი გამოთქვა რომ შესაბამისი გათვლები ეროვნულ ბანკს ექნება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს ამ წუთებში განიხილავენ.

Businesspartner