ფინანსები
13/05/2021

ირაკლი კოვზანაძე: დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე იმედოვნებს, რომ დაგროვებითი პენსია კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს.

ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელთან, გიორგი დანელიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც ეკონომიკისთვის ასევე მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საპენსიო უზრუნველყოფის სქემა შეგვიძლია სამი მიმართულებით დავყოთ: დაგროვებითი პენსია, კერძო საპენსიო ფონდები და საყოველთაო პენსია.

„ამ ჩამონათვალიდან დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. ამ ეტაპზე საპენსიო აქტივების ღირებულება 1.42 მლრდ ლარი, მათ შორის დარიცხული სარგებელი 148.8 მლნ, რეგისტრირებულია 1 145 808 მონაწილე,“ - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ

პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გიორგი დანელიამ ირაკლი კოვზანაძეს სააგენტოს საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.

Businesspartner