ფინანსები
17/09/2021

"იშ ბანკმა" პორტფელი გადავადებული სესხებისგან გაათავისუფლა

"იშ ბანკის" კორპორატილ პორტფელში პანდემიის გამო გადავადებული სესხების მხოლოდ 6% რჩება.

თურქული ბანკის შვილობილის ფინანსურმა დირექტორმა უჩა სარალიძემ განაცხადა, რომ მომსახურების სექტორი დაძრულია. რესტრუქტურიზაციაში სესხების მცირე რაოდენობა მოყვა, კლიენტებს კრიზისის დაძლევის რესურსი გააჩნდა, რადგან მძლავრი კომპანიებია და ფინანსურად მდგრადი. შეღავათები, რაც ვადის გახანგრძლივებას და საშეღავათო პერიოდის ინდივიდუალურად განსაზღვრას გულისხმობს, ძირითადად სარესტორნე და სასტუმრო ბიზნესს დასჭირდა. საცალო მსესხებლებმა გადახდა განაახლებულია.

"იშ ბანკს" საქართველოს იურიდიული პირებისთვის 225 მლნ ლარის სესხები აქვს გაცემული.

სულ, სებ-ის სტატისტიკით, საბანკო სექტორში კომპანიებისთვის გაცემული სესხების მხოლოდ 13% რჩება გადავადებული.

 

"იშ ბანკის" 8m/2021-ის ანგარიში

 

 000

 

 

აქტივები

 384,125

 

 

სესხები

 226,914

 

 

საპროცენტო შემოსავალი სესხებიდან

   10,125

 

 

დეპოზიტები

  139,308

 

 

საზედამხედველო კაპიტალი

    89,525

 

 

უკუგება კაპიტალზე ROE

12.33%

 

 

უკუგება აქტივებზე   ROA

3.08%

 

 

წმინდა მოგება

     6,209

 

 

წყარო: კომერციული ბანკი

Businesspartner