ფინანსები
13/10/2022

"იშბანკმა" 9 თვე ₾14 მლნ-მდე მოგებით დაასრულა

"იშბანკი საქართველომ" პრობლემური სესხების შემცირებაზე განაცხადა. 1 ოქტომბრის მდგომარეობით, 2.8%-ია.

ბანკი ძირითადად მსხვილი ბიზნესესხებით არის წარმოდგენილი. ½-ზე მეტი სავალუტო კრედიტებია. სულ, პორტფელი, 1 ოქტომბრისთვის (01.10.2022) 278 მლნ ლარს შეადგენს და საცალო სესხების მოცულობა 8 მლნ ლარს არ აღემატება.

ბანკის ფინანსური დირექტორის უჩა სარალიძის თქმით, სებ-ის ბოლოდროინდელი რეგულაციები "იშბანკი საქართველოს" დაკრედიტების ზრდის ტემპზე არ ასახულა, რადგან ბანკი ძირითადად კორპორაციულ ბაზარზეა წარმოდგენილი.

უჩა სარალიძეს მიაჩნია, რომ სავალუტო დაკრედიტების მოსათოკი ნაბიჯები საჭირო აღარ არის. აშშ დოლარსა და ევროში გლობალურად გაზრდილი განაკვეთების ფონზე. სავალუტო სესხის პროცენტი, ლარში დენომინირებულის განაკვეთს მიახლოვდა. თვლის, რომ ლარის წამახალისებელი სებ-ის პოლიტიკა სწორია, თუმცა  ეს  სავალუტო დაკრედიტების შეზღუდვის გარეშეც შესაძლებელია. მაგალითად: თუნდაც კაპიტალის მოთხოვნის შემცირებით.

"იშბანკი საართველოს" საზედამხედველო კაპიტალი 111 მლნ ლარს აღემატება.

ბანკი ოქტომბრიდან განახლებული მენეჯმენტით აგრძელებს ოპერირებას. გენერალური დირექტორი ოზან გური სამშობლოში ბრუნდება და CEO-ს პორტფელს  ჰუსეინ ემრე ილმაზი იბარებს, ბანკირი 26 წლიანი გამოცდილებით. 

 

                                              იშბანკი

₾    %   01.10.2022

₾    %  H1/2022

აქტივები

410 000 000

408 907 000

სესხები

278 000 000

272 300 000

მოგება

  13 663 000

8 770 000

ROA

4.54%

4.41%

ROE

17.97%

17.7%

წყარო: კომერციული ბანკი

 

Businesspartner