ფინანსები
10/05/2023

"ჯიპიაი ჰოლდინგის" ავტო დაზღვევის პორტფელი 10,9%-ით გაიზარდა

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ავტომობილის დაზღვევის პორტფელი 10,9%-ით გაიზარდა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს კომპანიამ  22,869,779 მლნ ლარის პრემია მოიზიდა და ბაზარის 14,6% დაიკავა.

ჯიპიაი ჰოლდინგისბაზარზე განვიარების დირექტორის მოადგილე, კონტანტინე მანჯგალაძე: გასული წელი კომპანიისთვის, ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით, გამორჩეული იყო - ბაზარზე თვისობრივად ახალი პროდუქტი გამოვიტანეთ. ახალი შეთავაზება მთლიანად დაეყრდნო ავტომფლობელთა საჭიროებების სიღრმისეულ კვლევებს. ასე შეიქმნა კონცეფცია “მოირგე ავტოდაზღვევა” და ის საშუალებას აძლევს ადამიანებს, საკუთარ ბიუჯეტზე და სურვილებზე მოირგონ ავტოდაზღვევის პაკეტები.

„მოირგე შენი დაზღვევა“ მოიცავს ავტოფიქსს და ავტოაქტივს (M,L,XL პაკეტები). ავტოფიქსის შემთხვევაში ფიქსირებული ტარიფითა (თვეში 40 ან 50 ლარი) და ლიმიტით ავტომფლობელი ზარალის 90%-ს იღებს. ავტომობილი დაზღვეულია ყველა რისკისგან, მათ შორის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობისგანაც.

ავტო აქტივით კი, ავტომფლობელი მისთვის სასურველ პირობებს ირგებს M, L ან XL პაკეტებიდან.

ჯიპიაი ჰოლდინგისბაზარზე განვიარების დირექტორის მოადგილე, კონტანტინე მანჯგალაძე: “შევცვალეთ  და გავაუმჯობესეთ ასევე  მომსახურებისა და ზარალის ანაზღუარების პროცესი: შემოვიტანეთ საგარანტიო სისტემის ცნება, რომ ავტომფლობელისთვის გარანტირებული იყოს ჩვენს პროვაიდერ ავტოცენტრებში ანაზღუარებული თანხის ფარგლებში შეკეთება. ამ სერვის ცენტრში ავტომობილის შეკეთების პროცესს „ჯიპიაის“ ავტო ასისტენტები აკვირდებიან, შესაბამისად ხარისხიც გარანტირებულია. ჩვენმა კომპანიამ ბევრჯერ დაამტკიცა,რომ პრიორიტეტი სწორედ მომხმარებლის კომფორტი და  ხელმისაწვდომი, გამარტივებული მომსახურების უზრუნველყოფაა. მომხმარებელს შეგვიძლია თამამად ვუთხრათ - იმოძრავე, ჩვენ დაგაზღვევთ“.

"ჯიპიაიმ“ თანხის ანაზრაურების განსაზღვრული ვადებიც დანერგა:1,000 ლარის შემთხვევაში ადგილზე გადახდის სისტემა მოქმედებს, 3,000 ლარამდე ზარალი -  5 დღის ვადაში, ხოლო 3,000 ლარს ზემოთ - 10 დღეში ანაზრაურდება. დღეს ავტოზარალების 90% 2 დღეში რეგულირდება, ხოლო კმაყოფილების დონე 98%-ს აჭარბებს.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს, ავტომობილის დაზღვევის მიმართულებით , კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიემ ჯამში 157,071,305 მლნ ლარი შეადგინა.

ჯიპიაი ჰოლდინგიქართულ სადაზღვევო ბაზარზე 22 წელია ოპერირებს და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. 2022 წელს, „ჯიპიაი ჰოლდინგის მოზიდული პრემია 19 %-ით გაიზარდა. კომპანია ლიდერია როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. “ჯიპიაიპირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური სადაზღვევო სერვისები შესთავაზა.  “ჯიპიაი ჰოლდინგი”2006 წლიდან,  „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. “ვენის სადაზღვევო ჯგუფიერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ისლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიას ფლობს და მართავს

 

 

 

Businesspartner