ფინანსები
26/08/2021

ქართულ ბანკებში ₾35 მლრდ-ის დეპოზიტებია განთავსებული

საბანკო სექტორში 2021 წლის 1-ლი აგვისტოსათვის 35.12 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული, მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 593.09 მლნ ლარით (+1.72%) არის გაზრდილი.

ივლისში ივნისთან შედარებით, შემცირდა ვადიანი დეპოზიტები 471.45 მლნ ლარით (-2.93%), მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 1.06 მლრდ ლარით (+5.77%) გაიზარდა.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 39.99% შეადგინა. გაზრდილია 0.008%-ული პუნქტით.

ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.45% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.23%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.91%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.83%, ევროს წილმა 14.75% შეადგინა.

Businesspartner