ფინანსები
27/09/2021

ქართულ ბანკებში ₾35.4 მლრდ-ის დეპოზიტებია განთავსებული

ერთი თვის განმავლობაში ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა 287.8 მლნ ლარით გაიზარდა და 1-ლი სექტემბრისთვის 35.41 მლრდ ლარს აღწევს.

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 56.39 მლნ ლარით გაიზარდა, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 231.43 მლნ ლარით.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 39.89%-ია, წინა თვესთან შედარებით 0.1%-ული პუნქტით შემციურდა.

აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.38% შეადგინა, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.37%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.88%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.67%, ევროს წილმა კი 14.95% შეადგინა.

Businesspartner