ფინანსები
13/09/2021

ხუციშვილი: ინფლაცია მომავალი წლიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება

ხუციშვილი: ინფლაცია მომავალი წლიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინფლაცია პანდემიის გვერდითი მოვლენაა და ამ პროცესს ვხედავთ მთელს მსოფლიოში. 10 წლიანი მაქსიმუმი დაფიქსირებულია ევროპის ქვეყნებშიც და აშშ-ში.

“უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფლაციური პროცესები რამდენიმე თვეში შემცირდება და მომავალი წლიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. ამ ეტაპზე, ამისათვის ყველანაირი საფუძველი არსებობს. ამასთან, ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს, რომ ინფალციური მოლოდინები არ შეიქმნას.”- აღნიშნავს, ლაშა ხუციშვილი.

შეგახსენებთ, რო აგვისტოში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა. საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა, რაც 10-წლიანი რეკორდია.

2021 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7% შედაგინა.

Businesspartner