ფინანსები
10/06/2021

კობა გვენეტაძე: დედოლარიზაციის პოლიტიკის წახალისება კვლავ მნიშვნელოვანია

ეკონომიკაზე საგარეო შოკების უარყოფითი გავლენის შერბილებაში დედოლარიზაციის პოლიტიკის წახალისების მნიშნელობაზე უკრაინის ეროვნული ბანკისა და პოლონეთის ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე ისაუბრა.

კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ პანდემიის საპასუხოდ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შეფერხდა ეკონომიკური საქმიანობა, რამაც კრიზისამდე მიიყვანა როგორც განვითარებული, ასევე მზარდი და განვითარებადი ქვეყნები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე აღნიშნა და მაღალი დოლარიზაციის პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მაღალი დოლარიზაცია პრობლემებს უქმნის მონეტარული პოლიტიკის გამტარებლებისთვის მცირე, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

"ეკონომიკაზე საგარეო შოკების უარყოფითი გავლენის შესარბილებლად, დედოლარიზაციის პოლიტიკის წახალისება ისევ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

წლევანდელი კონფერენციის თემა - პოლიტიკის ჩარჩო მუდმივად ცვალებადი სამყაროსთვის იყო.

ცენტრალური ბანკის ეკონომისტებმა, მეცნიერებმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა პოლიტიკის შემუშავების ტრადიციული სტრატეგიების ეფექტიანობისა და ინსტრუმენტების შესახებ იმსჯელეს.

 

Businesspartner