ფინანსები
18/03/2020

კობა გვენეტაძე: საბანკო სექტორს საფრთხე არ ემუქრება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საბანკო სექტორის მდგრადობასა და საკუთარ მანდატზე – ფინანსურ სტაბილურობაზე აცხადებს, მისი შენარჩუნებისთვის ყველა ძალისხმევას გამოიყენებს.

კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ფინანსური და ეკონომიკური ეფექტების შემცირებას.

„საბანკო სექტორს აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის კომფორტული რეზერვები, რომლებიც თანდათანობით გროვდებოდა. დაბალია უმოქმედო სესხების მოცულობა და სექტორი ბოლო წლებში სოლიდური მომგებიანობით გამოირჩეოდა, შესაბამისად, ფინანსური სექტორი არსებულ გამოწვევას მომზადებული ხვდება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მან  წინდახედულ პასუხისმგებლიან დაკრედიტების სტანდარტზეც განაცხადა, რამაც სექტორი მსგავსი ტიპის გამოწვევებისთვის იმუნიტეტი გამოუმუშავა.

სებ-ის პრეზიდენტს გატარებული ღონისძიებების ეიმედება და საკმარის საფუძვლად მიაჩნია, რომ ეს შოკი რაც შეიძლება საფინანსო სექტორმა ნაკლები დანაკარგებით გადაიტანოს.

Businesspartner