ფინანსები
06/12/2022

კრედოს პორტფელში ყოველი მე-10 სესხი საეჭვოა, ყოველი მე-20 პრობლემური

ბანკების პორტფელში პრობლემური სესხების წილი შემცირდა. ნოემბრისთვის 820 მლნ ლარის ფარგლებშია. სებ-ის კვარტალური სტატისტიკის თანახმად, IFRC-ით (საერთაშორიო მეთოდოლიგია, რაზეც ბანკები 2023 წელში გადავლენ) მთლიან პორტფელთან/უმოქმედო სესხები 2%-ია. სებ-ის მეთოდოლოგიით, 4.5%.

სებ-ის ინფორმაციით, პანდემიისგან განსხვავებით, ომის კრიზისი საქართველოზე ნეგატიურად არ ასახულა, მ.შ. საბანკო სექტორზე. რისკები არ მატერიალიზებულა, პირიქით – მიგრაციამ ეკონომიკის ზრდა წაახალისა. პანდემიაშიც, უმოქმედო კრედიტებს ნავარაუდევი 10%-ისთვის არ მიუღწევია. 8.5%-მდე იყო მხოლოდ გაზრდილი და Q2/2021-დან დაიწყო კლება.

ბანკები პრობლემური სესხებით (საცალო პორტფელი):

 

სესხები (₾)

წილი %      

საქართველოს ბანკი

7.37 მლრდ

0.7%

თიბისი ბანკი

6.8  მლრდ

0.66%

ლიბერთი

1.2  მლრდ

3.8%

ბაზისბანკი

760  მლნ

0.8%

კრედო

1.1  მლრდ

5.9%

წყარო: სებ-ი (Q3/2022)

ყველაზე მეტი საცალო სესხი 971 700-მდე საქართველოს ბანკს აქვს გაცემული, თიბისის - 685 100; ლიბერთის 568 300;  ბაზისს 66 830-მდე, კრედოს – 463 223.

ყველაზე მეტი უმოქმედო კრედიტი კრედოს საცალო სესხების პორტფელშია.

 

Businesspartner