ფინანსები
23/05/2022

"კრედოს" საკომისიებიდან შემოსავლები ეზრდება

საბანკო სექტორს საკომისიოებიდან შემოსავლები გაეზარდა. საქართველოს ბანკს 37%-ით, თიბისის 35%-ით კრედოს კი 33%-ით.

კოეფიციენტი რამდენიმე ბანკს გაუუარესდა, მათ შორის უმსხვილეს გერმანული ჯგუფის ბანკს, რომელსაც მომსახურებიდან უფრო ნაკლები მიიღო ვიდრე დახარჯა, 1.1 მლნ -ით იზარალა. 1.4 მლნ ლარის ზარალი მიადგა "ქართუს".

ბანკი საკომისიოს სხვადასხვა სერვისიდან იღებს, მათ შორის სესხის, ანგარიშის მომსახურებიდან ასევე სავალუტო ოპერაციებიდან.

ყველაზე მზარდი ამონაგები კვლავ "კრედოს" აქვს. ყოფილი მისოს წილი 0.6 პპ-ით არის გაზრდილი.

ბანკი

01.05./2022

Q1/2022

თიბისი ბანკი

77,661

58,2

საქართველოს ბანკი

66,029

47,6

ლიბერთი ბანკი

5,781

4,26

ბაზისბანკი

1,366

0,8

კრედო

24,575

18,7

პროკრედიტ ბანკი

-1,143

-0.9

წყარო: კომერციული ბანკები (რიგითობა აქტივების მიხედვით)

Businesspartner