ფინანსები
10/09/2021

KTW-ს ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნაა

„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW) ფასიან ქაღალდებზე მაღალი მოთხოვნაა.

კომპანიის ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე მიმდინარე წლის თებერვალში დაილისტა.

ამ ხნის განმავლობაში ბირჟაზე 867 890 დოლარის ობლიგაციებით ივაჭრეს. პიველი ვაჭრობა კი ივნისში დაიდო და მას შემდეგ აქტიურობა აშკარაა.

KTW-მ 10 მლნ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები დაშვებულია ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში. 

ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) წლიურ 9%-ია, პროცენტის წელიწადში ოთხჯერ გადახდით.

ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2022 წლის 29 დეკემბერი ობლიგაციებს მინიჭებული აქვს სავაჭრო კოდი - $KTW01M.

Businesspartner

მთავარი სიახლეები