ფინანსები
03/05/2022

ლარი დოლართან 2.59 თეთრით, ევროსთან 3.21 თეთრით გამყარდა

3 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0331 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.59 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1869 ლარია. ევროს ცვლილებამ 3.21 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2039 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.7950 ლარი ეღირება.

Businesspartner