ფინანსები
30/08/2022

ლარი დოლართან 4.38 თეთრით, ევროსთან 5.42 თეთრით გაუფასურდა

30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9045 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -4.38 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9126 ლარია. ევროს ცვლილებამ 5.42 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1598 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.4029 ლარი ეღირება.

Businesspartner