ფინანსები
17/05/2022

ლარი დოლართან გამყარდა - $1/₾2.9654-ია

17 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9654 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.15 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1181 ლარია. ევროს ცვლილებამ 1.53 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1871 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.6961 ლარი ეღირება.

Businesspartner