ფინანსები
17/08/2022

ლარი დოლართან უცვლელი დარჩა, ევროსთან კი გაუფასურდა

17 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.8019 ლარი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8507 ლარია. ევროს ცვლილებამ 1.29 თეთრი შეადგინა.

უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.1560 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.3900 ლარი ეღირება.

სავალუტო აუქციონზე დღეს სებ-მა 20 მლნ დოლარი გამოიტანა, თუმცა ბაზარმა მხოლოდ 8.305 მლნ აითვისა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7961 ლარი შეადგინა.

 
 
 
 
Businesspartner