ფინანსები
18/05/2022

ლარი ყველა პარტნიორ ვალუტასთან გამყარდა - $1/₾2.9442-ია

ლარი გამყარებას განაგრძობს, ეროვნული ვალუტა ყველა პარტნიორ ვალუტასთან მიმართებაშია გამყარებული.

18 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9442 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.12 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0973 ლარია. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.08 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1846 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.6538 ლარი ეღირება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები