ფინანსები
11/05/2023

ლარი წლიურად 15,6%-ით გამყარებულია

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის მაისის ანგარიშით, Q1/2023-ში გაცვლითი კურსი კვლავ გამყარებას განაგრძობდა: ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა კვარტალთან შედარებით აშშ დოლართან 3.5%-ით გამყარდა, თუმცა ევროს მიმართ უმნიშვნელოდ, 1.6%-ით გაუფასურდა.

ლარი გამყარებას განაგრძობდა თურქულ ლირასთან (4.8%) და რუსულ რუბლთან (17.3%). ამავე პერიოდში, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 4.7%- ით, ხოლო წლიურად კი 25.3%-ით გამყარდა.

რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი (ფასების დონის დიფერენციალით დაკორექტირებული გაცვლითი კურსი) 1.7%-ით (Q.Q) გამყარდა. წლიურად (Y.Y) 15.6%-ით.

რეალური კურსი ნომინალურის გამყარებამ განაპირობა. თუმცა, ამის საპირისპიროდ, ნომინალური გამყარებით შემცირებულ კონკურენტუნარიანობას ნაწილობრივ აბალანსებდა სამომხმარებლო ფასების ტრენდი. ფასების ზრდა სავაჭრო პარტნიორებში არსებულ დონეზე ნაკლები იყო.

ანალოგიურად მომავალი პერიოდებისთვისაც, ლარის რეალური გამყარებით ეკონომიკის დაკარგული კონკურენტუნარიანობის აღდგენა შესაძლებელია არამხოლოდ ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურებით, არამედ, ასევე, სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით საქართველოში ინფლაციის მეტად შემცირებით.

ბოლო მონაცემებით, რეალური გაცვლითი კურსის გამყარება ფიქსირდება ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების უმეტესობასთან.

  ნომინალური
გაცვლითი კურსის
ცვლილება, %
რეალური
გაცვლითი კურსის
ცვლილება, %
წვლილი რეალურ
ეფექტურ გაცვლით
კურსში 
კურსები * 25.3 15.6 15.6
ევროზონა 23.4 23.0   3.8
თურქეთი 59.7  11.3   2.2
უკრაინა  50.9 31.0   1.1
სომხეთი  -5.0 -4.6 -0.4
აშშ 17.9 19.9   1.6
რუსეთი -0.9 -1.6 -0.3
აზერბაიჯანი 17.8 11.5 1.0
ჩინეთი 27.1 35.1 4.5
ბულგარეთი 23.4 14.9 0.6
პოლონეთი 25.8 15.0 0.3

 *  ზრდა აღნიშნავს ლარის გამყარებას

 

Businesspartner