ფინანსები
05/11/2020

ლარის გაუფასურებასთან ერთად ჩვენი აქტივებიც უფასურდება - MBC

„ლარის კურსის ზრდასთან ერთად ჩვენი აქტივები უფასურდება, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს" მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის გენერალურმა დირექტორმა განუცხადა.

გია პეტრიაშვილის განმარტებით, მიკროსაფინანსო სექტორის მთლიან პორტფელში 90% ლარში გაცემული სესხებია. შესაბამისად, ეროვნული ვალუტის გაუფასურება მისოებზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება, ვიდრე საბანკო სექტორზე.

„ლარის გაუფასურების კონტრქმედებად თეორიულად შესაძლებელია განხილული იყოს მხოლოდ საპროცენტო განაკვეთების ზრდა, მაგრამ ამ პანდემიურ პირობებში, როცა ვადაგადაცილებული სესხების წილი ისედაც გაზრდილია, როცა მსესხეებლებს ძალიან უჭირთ, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გავზარდოთ საპროცენტო განაკვეთი და ამით დავაკომპენსიროთ ლარის კურის ზრდა, ბიზნესკუთხით აა არის გამართლებული და ამ შესაძლებლობას არც კი განვიხილავთ. ვართ მთავრობის და ეროვნული ბანკის ნაბიჯების იმედად, რომელიც რაღაც პერიოდში სავარაუდოდ, ამ პრობლემას დაარეგულირებს და ლარის კურსი რაღაც სტაბილურობის ნიშნულს მიაღწევს,“ -განმარტა გია პეტრიაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები