ფინანსები
05/08/2021

ლარისა და უცხოური ვალუტის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების სხვაობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

TBC Capital-ის მონაცმებით, ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთმა ზრდა განაგრძო და 10% შეადგინა, უცხოური ვალუტების დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები კი კვლავ კლების ტენდენციას ინარჩუნებს და საშუალოდ 1.2%-მდე შემცირდა.

შედეგად, უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობამ ისტორიულ მაქსიმუმს - 8.8%-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია ფიზიკური პირებისთვის, სადაც სხვაობამ 9.6% შეადგინა.

საბანკო დეპოზიტები 2021 წლის ივნისში 16.7%-ით გაიზარდა და დეპოზიტების მოცულობამ 35.3 მლრდ ლარი შეადგინა.

წლიური ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 5.3 პპ-ით შემცირებულია. ზრდის შენელება ძირითადად ლარის დეპოზიტების მიერ არის გამოწვეული, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების ზრდის ტემპი მხოლოდ მცირედით შენელდა.

ამასთან, წინა თვესთან შედარებით დეპოზიტების დოლარიზაცია 0.7 პპ-ით 60.1%-მდე შემცირდა, თუმცა მხოლოდ ლარის გამყარების გამო - გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით დოლარიზაციის მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით არის გაზრდილი.

 

Businesspartner