ფინანსები
11/06/2021

ლაშა ხუციშვილი: ბიუჯეტს პანდემია ₾7.2 მლრდ დაუჯდა

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, 2020-2021 წლებში, პანდემიის პერიოდში გადასახადების დანაკლისმა 1.9 მლრდ ლარი შეადგინა, ჯანდაცვის ხარჯები 0.9 მლრდ ლარით გაიზარდა, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებმა 3 მლრდ ლარი შეადგინა, მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებებმა კი, 3 მლრდ ლარი. ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტს პანდემია 7.2 მლრდ ლარი დაუჯდა.

“ბიუჯეტმა ძლიერი დარტყმა მიიღო პანდემიიდან გამომდინარე. ეკონომიკური კლება აისახა ბიუჯეტის შემოსავლებზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში. ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოვახდინეთ ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, რომლის მიზანი იყო, შეგვენარჩუნებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა, თუნდაც შემცირებუი ბრუნვებით, მაგრამ გაგვეყვანა პოსტპანდემიურ პერიოდში. სწორი და სოლიდური სოციალური დაცვის სისტემების ჩართვა, ალბათ მთავარი გამოწვევა იყო ჩვენთვის. დღევანდელი გადმოსახედიდან, ვთვლი, რომ ჩვენი პროგრამები საკმაოდ ეფექტური იყო ამ კუთხით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, სადაც ის დეპუტატების წინაშე “მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა.  

Businesspartner