ფინანსები
27/12/2022

ლაშა პაპაშვილი: სავალუტო ინტერვენციები არ უნდა ხდებოდეს

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მომავალში არცერთ შემთხვევაში სავალუტო ინტერვენციები არ უნდა განხორციელდეს.

„იქ სადაც არ არის საჭირო, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს. მაგალითად,  მთავრობის გადაწყვეტილება "ესტონური მოდელი" არ გავრცელდეს ბანკებზე, შეცდომაა. ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებზე აისახება.

ეს საბანკო სექტორს არ მოემატა, ხალხს მოემატა. ამ 20%-ს მხოლოდ ბანკი კი არა, მთელი საქართველო გადაიხდის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამის დაწესება ნაადრევი იყო,”-აცხადებს პაპაშვილი.

რაც შეეხება მოლოდინებს, პაპაშვილი განმარტავს, რომ ყველაფერი ბიზნესის და სახელმწიფოს ხელშია.

„ჩვენი კოოპერაცია თუ მოხდება ისე, რომ მოქნილი იყოს, ყველაფერი გამოვა. როგორც ჩვენ ბიზნესმენები  კარგად ვმართათ ჩვენს კომპანიებს, ასე უნდა მართოს პრემიერმა თავისი ნაწილი თავის მინისტრებთან ერთად და ბრწყინვალე შედეგებს დადებს,“-აცხადებს პაპაშვილი.

 

 

 

Businesspartner