ფინანსები
02/03/2021

ლევან თხელიძემ და თეიმურაზ ჯორბენაძემ ლიბერთი დატოვეს

ლევან თხელიძემ და თეიმურაზ ჯორბენაძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვეს.

უწყვეტი განვითარების, ახალი ხედვების დანერგვისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის ბანკის მფლობელებმა უმაღლეს მენეჯმენტში ცვლილება გადაწყვიტეს. შედეგად, გენერალური დირექტორის მოადგილეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმება გასული წლის დეკემბერში შედგა.

ლევან თხელიძე დირექტორად 2018 წელს დაინიშნა. ის საოპერაციო დირექტორის თანამდებობას იკავებდა. თეიმურაზ ჯორბენიძე კი, „ლიბერთის“ გუნდს 2017 წელს შეუერთდა და კორპორაციულ საბანკო საქმიანობას კურირებდა.

ამ დროისათვის „ლიბერთის“ გენერალური დირექტორია ვასილ ხოდელი. მოადგილეები არიან: ვახტანგ ბაბუნაშვილი და დავით აბაშიძე.

Businesspartner