ფინანსები
20/03/2020

ლიბერთი მომხმარებელს 3-თვიან საშეღავათო პერიოდზე გადაწყვეტილების დაფიქსირებას უმარტივებს

ლიბერთიმ 13 მარტს მომხმარებლისთვის სასესხო ვალდებულებებზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი აამოქმედა. საშეღავათო პერიოდის პირობების თანახმად, შეღავათი ავტომატურად ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე (მათ შორის, სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც), ვინც სარგებლობს ლიბერთის არაუზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი ტიპის სესხებით:

∙               სამომხმარებლო სესხი

∙               იპოთეკური სესხი

∙               ოვერდრაფტი

∙               საკრედიტო ბარათები

∙               განვადება

∙               სოციალური სესხები (საპენსიო, ოვერდრაფტი, სოციალური ავანსი, დევნილის სესხები)

∙               ფიზიკურ პირებზე გაცემული სამეწარმეო სესხები

∙               ოქროთი უზრუნველყოფილი სესხი

∙               ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი

იმისთვის, რომ მომხმარებელმა სახლიდან გაუსვლელად შეძლოს სასურველი  საშეღავათო პერიოდის სტატუსის ნახვა, ან შეღავათზე უარის თქმა 25 მარტამდე, შეიქმნა ახალი ვებ გვერდი https://loans.lb.ge

გარდა ამისა, შეღავათზე გადაწყვეტილების დაფიქსირება შესაძლებელია მარტივად, ლიბერთის ნებისმიერი დისტანციური არხიდან:

  • ინტერნეტ ბანკი: http://my.libertybank.ge/
  • მობაილ ბანკი: http://bit.ly/33wTFCv
  • დისტანციური მომსახურების ცენტრი: 032 2 55 55 00
  • ლიბერთის ბანკომატები
Businesspartner