ფინანსები
16/10/2020

ლიბერთის მმართველ საბჭოში ცვლილებაა - ვერულაშვილი ჯორბენაძემ ჩაანაცვლა

ლიბერთის მმართველ საბჭოში ცვლილებაა.

კორპორაციულ საბანკო საქმიანობის დირექტორად თეიმურაზ ჯორბენაძე დაინიშნა. ის ამ პოსტზე დავით ვერულაშვილს ანაცვლებს, რომელმაც თანამდებობა დატოვა.

ჯორბენაძე ლიბერთი ბანკში 2017 წლიდან მუშაობდა საფინანსო ბაზრებისა და ინვესტორებთან ურთიერთობების საკითხებში, აქვს როგორც უცხოური კაპიტალის, ასვე ლოკალურ კორპორაციულ სექტორთან მუშაობის გამოცდილება.