ფოტო: ლიდერ კრედიტი
ფინანსები
09/05/2022

"ლიდერ კრედიტი" ლომბარდის ხარჯზე იზრდება

მისო "ლიდერ კრედიტმა" პორტფელი 63 მლნ ლარამდე გაზარდა, ძირითადად ლომბარდის ხარჯზე. სასესხო შემოსავლების 87% სალომბარდე სესხიდან აქვს მიღებული. მისო საცალო ბაზარზეა წარმოდგენილი. Q1/2022-ის მდგომარეობით, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან, ₾3.3 მლნ-ის, კომპანიების დაკრედიტებიდან 24 000 ლარი შეუვიდა.

მ/ო სექტორის (38 მისო) მთლიანი სალომბარდე შემოსავლები ₾37.6 მლნ ლარია და მცირეპორტფელიანი "ლიდერ კრედიტის" წილი 7.7%-ია. 1-ლი აპრილის მდგომაროებით, მისოს აქტივები 73.7 მლნ ლარს შეადგენს.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მისოს მოგება განახევრებულია Q1/ 2022-ის მოგება 700 ათასი ლარია (Q1/2021 -1.5 მლნ; - 52.5% Y.Y) .

მისო პანდემიაში რამდენიმე კომპანიის მიერთებით გამსხვილდა. საფინანსო კომპანია პარლამენტარ ისკო დასენის ოჯახისაა. სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეა ტიტალ დასენი (რომელიც ამავდროულად კომპანიის 75%-იანი წილის მფლობელია, 25% კი ადელა სადოიანს ეკუთვნის), მოადგილე კლიან დასენი.  

 

Q1/2022

Q1/2021

მთლიანი სესხები

63 მლნ

51 მლნ

შენისავალი ლომბარდიდან

2.9 მლნ

2.8 მლნ

იურ. პირ. სესხებიდან

0.024 მლნ

0.020 მლნ

წმინ.მოგება

0.7 მლნ

1.5 მლნ

 

Businesspartner