ფინანსები
12/01/2021

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია $1,56 მლრდ-ს აჭარბებს

გასული კვირა ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

სამივე კომპანიის აქციებზე ფასი გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა კომპანიების ღირებულება.

საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 630 მლნ დოლარია, თიბისის - 728 მლნ, საქართველოს კაპიტალის - 204 მლნ, 22%-ით მეტი 6 თვიან ჭრილში.

გალტ ენდ თაგარტის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 12.82 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.08% წინა კვირასთან შედარებით და +6.13% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 152 ათას აქციაზე მეტი შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 5.56 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.96% წინა კვირასთან შედარებით და +4.51% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 167 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 5.25 – 5.68 დიაპაზონში.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 13.24 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.92% წინა კვირასთან შედარებით და +11.26% წინა თვესთან შედარებით.

 

მთავარი სიახლეები