ფინანსები
06/09/2021

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £1.866 მლრდ-მდე გაიზარდა

გასულ კვირას ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია 43 მლნ-ით გაიზარდა და 1.866 მლრდ ფუნტია.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 15.88 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 182 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.23 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.32% წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 639 000 აქციით განისაზღვრა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით 5.94%-ით გაიზარდა და 14.26 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ 158 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 781 მლნ ფუნტია (უცვლელი), თიბისის - 787 მლნ ფუნტია (+1.15%), საქართველოს კაპიტალის 298 მლნ (-0.33%).

Businesspartner