ფინანსები
23/08/2021

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია £89 მლნ-ით შემცირდა

გასულ კვირას ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია 89 მლნ ფუნტით შემცირდა და 1.803 მლრდ ფუნტია.

შემცირდა საქართველოს ბანკის და საქართველოს კაპიტალის კაპიტალიზაცია, თიბისი ბანკის კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 14.76 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), წინა კვირასთან შედარებით 4.77%-ით დაბალი ნიშნულით. ვაჭრობის მოცულობამ 213 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.99% წინა კვირასთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობა 219 000 აქციით განისაზღვრა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი წინა კვირასთან შედარებით 8.29%-ით გაიზარდა და 14.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP) დაიხურა. ვაჭრობის მოცულობამ 232 000 აქციაზე მეტი შეადგინა.

საქართველოს ბანკის კაპიტალიზაცია 726 მლნ ფუნტია (-4.7%), თიბისის - 778 მლნ ფუნტია (+8.3%), საქართველოს კაპიტალის 299 მლნ (-4.16%).

Businesspartner