ფინანსები
03/08/2020

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის აქციები გაძვირდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე კვირის ვაჭრობა მხოლოდ თიბისი ბანკისთვის გამოდგა წარმატებული.  თიბისის აქციები გაძვირდა, სხვა კომპანიების აქციებზე ფასი ვარდნას აგრძელებს.

ბანკის აქცები წინა კვირასთან შედარებით 1.67%-ით გაიზარდა და დაიხურა 7.92 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP). თვის ჭრილში ისევ კლებაა - 11.4%-იანი. ვაჭრობის მოცულობამ 235 ათასს გადააჭარბა, GBP 7.28 – 8.03 დიაპაზონში.

შემცირდა საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციებზე ფასი. აქციები  დაიხურა 7.77 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.55% წინა კვირასთან შედარებით და -27.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 594 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.34 – 8.28 დიაპაზონში.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 3.66 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.56% წინა კვირასთან შედარებით და -21.29% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 177 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.60 – 3.90 დიაპაზონში.

კლებას აჩვენებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG LN) აქციები დაიხურა 0.67 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -10.71% წინა კვირასთან შედარებით და -30.38% წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 231 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 0.63 – 0.73 დიაპაზონში.

4-ვე კომპანიის ჯამური კაპიტალიზაცია 1.040 მლრდ დოლარია. მათ შორის 88 მლნ დაეცა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ღირებულება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები