ფინანსები
26/03/2021

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარს "კრედიტონიც" ტოვებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარს კიდევ ერთი კომპანია "ქრიმ ფინანს ჯეორჯია" ტოვებს. კომპანია ბაზარზე ბრედნით "კრედიტონი" იყო წარმოდგენილი.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, გაუქმდა კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი და დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი, დაინიშნა ლიკვიდატორიც. 

2019 წლიდან საფინანსო სექტორში დაწყებულმა რეგულაციებმა მიკროსაფინანსო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა შეამცირა. 2019 წლის დასაწყისითვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 67 იყო, სებ-ის ბოლო მონაცემებით, ბაზარზე 39 მისოა დარჩენილი.

კომპანიათა ნაწილმა პროფილი შეიცვალა, ნაწილი კი გაკოტრდა. ამ დროისთვის ლიკვიდაციის პროცესშია 8 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.

სექტორმა პანდემიური წელი თითქმის 45 მლნ-იანი მოგებით დაასრულა, ეს სოლიდური მაჩვენებელია იმის გათვალისიწინებით, რომ 2019 წელს მისოებს 112 000 ლარის მოგება ჰქონდათ.

ყველაზე მსხვილი პორტფელი სალომბარდე სესხებია და 520 მლნ-ს აღწევს.

 

Businesspartner