ფინანსები
14/10/2021

მიკროსაფინანსო სექტორი პანდემიამდელ მაჩვენებლებზე დაბრუნებას წლის ბოლოდან ვარაუდობს

ეკონომიკის აღდგენა თუ ამ ტემპებით გაგრძელდა მიკროსაფინანსო სექტორი პანდემიამდელ მაჩვენებლებს მომავალი წლისთვის დაუბრუნდება, - განმარტავს "ბიზნესპარტნორთან"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

არჩილ ბაკურაძის განმარტებით, საბანკო სექტორის მსგავსად მიკროსაფინანსო სექტორიც ბოლო ცხრა თვის მონაცემებით კარგ შედეგებს აჩვენებს რაც წინაპირობაა იმის, რომ წლის ბოლოსთვის პოზიტიური შედეგები დადგეს. 

"ისევე როგორც მთელი ეკონომიკა და სექტორების უმეტესობა გაუმჯობესებასა და გამოცხოცხლებას იწყებს. საბანკო სექტორის მსგავსად მიკროსაფინანსო სექტორის დიდი ნაწილიც, "კრისტალის" მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ პოზიტიურ ტენდენციას აჩვენებს როგორც ზრდის, ასევე მომგებიანობის თვალსაზრისით", - განმარტავს ბაკურაძე.

ამას გარდა "კრისტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ პოზიტიური სცენარის პროგნოზირების შესაძლებლობას ბოლო პერიოდში შემცირებული საეჭვო ვალების რეზერვებიც იძლევა.

"აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებმა შეძლეს სესხების მომსახურება, რის შედეგადაც შემცირდა საეჭვო ვალების რეზერვები, რამაც პოზიტიური გავლენა იქონია მომგებიანობაზე. ჩვენი აზრით, წლის ბოლომდე იგივე ტენდენცია უნდა გაგრძელდეს და ვფიქრობ, თუ არაფერი შეიცვალა ჩვენ დავუბუნდეთ კრიზისამდელ მდგომარეობას", - განმარტავს არჩილ ბაკურაძე.

პანდემიური 2021 წლის პირველი ნახევარი მიკროსაფინანსო სექტორმა 58 მლნ-იანი მოგებით დაასრულა, საპროცენტო შემოსავლების სახით სექტორმა 155 მლნ ლარი მიიღო.

2020 წელს სექტორის მოგება 45 მლნ იყო, მთლიანი სექტორისსთვის შესაძლოა არც თუ სოლიდური, თუმცა გასათვალისიწნებელი რომ 2019 წელს მისოებს მინიმალური 112 000 ლარის მოგება ჰქონდათ. მისოებში ყველაზე მსხვილი პორტფელი სალომბარდე სესხებია.

Businesspartner