ფინანსები
26/12/2020
ავტორი: Business Partner

მილიონიანი დეპოზიტები - როგორია ანაბრების სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში 1037 დეპოზიტზე 1 მლნ ლარზე მეტია განთავსებული.

„ბიზნესპარტნიორის“ ინფორმაციით,  ისეთ ვადიან დეპოზიტებზე, სადაც მილიონზე მეტი თანხა დევს, მთლიანობაში 2,904 მლრდ ლარზე მეტია შენახული.

სტატისტიკით 935 დეპოზიტზე 1-დან 5 მლნ ლარამდე თანხაა განთავსებული, 102 დეპოზიტზე კი, 5 მლნ ლარზე მეტი დევს, რაც ჯამში მილიარდს აღემატება. 

საბანკო სექტორში არსებული დეპოზიტების მოცულობა 1-ელი დეკმბრისთვის 34,475 მლრდ ლარს აღემატება. ბოლო 1 თვეში დეპოზიტების მოცულობა გაზრდილია.

Businesspartner