ფინანსები
25/05/2023

მისოები მისაკუთრებული ქონებით - რეიტინგი

მისაკუთრებული ქონებით, მიკროსაფინანსო ბაზარზე, მ/ო "კრისტალი" ლიდერობს.

მ/ორგანიზაციის აქტივში მსესხებლის გაუსტუმრებელი ვალის სანაცვლოდ 0.44 მლნ ლარამდე უძრავ-მოძრავი ქონებაა დარჩენილი. 

სესხი, უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების მისაკუთრებამდე, უიმედო ვალების პორტფელში ხვდება, რისთვისაც კრედიტორს (მ/ო, ბანკი, სგს) სებ-ი 100%-მდე არეზერვებინებს.

მისოები დასაკუთრებული ქონებით Q1.2023 / 2022

  Q1/2023  2022
კრისტალი 438,840 480,279
MBC  242,277 257,116
ლიდერ კრედიტი   204,291 143,809
ლაზიკა კაპიტალი  145 817 169,741
რიკო ექსპრესი  95 470  -------
სვისკაპიტალი  90,902 125,950

 ------- 2022-ის ანგარიშით 0-ია

Q1/2023-ისთვის სექტორში 4.9 მლნ ლარამდე ლარის მსესხებლების ქონებაა დარჩენილი. წლიურად (Y.Y) თითქმის 40%-ით შემცირებულია (Q1.2022 - ₾ 8.1 მლნ).

ბაზარზე კი 35 მისო რჩება  და წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მოაკლდება, მიკრობანკები ხდებიან. 

Businesspartner