ფინანსები
23/07/2020

მისოების ბაზარს ლენდო ტოვებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარს კიდევ ერთი კომპანია "ლენდო" ტოვებს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 21 ივლისის განკარგულებით, გაუქმდა კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი და დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი, დაინიშნა ლიკვიდატორიც.

საფინანსო სექტორში რეგულაციებმა მიკროსაფინანსო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა შეამცირა. 2019 წლის დასაწყისითვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 67 იყო, სებ-ის ბოლო მონაცემებით, ბაზარზე 41 მისოა დარჩენილი.

კომპანიათა ნაწილმა პროფილი შეიცვალა, ნაწილი კი გაკოტრდა. ამ დროისთვის ლიკვიდაციის პროცესშია 14 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.

Businesspartner