ფინანსები
04/05/2022

მისოების პორტფელის ნახევარი ლომბარდს უკავია

მიკროსაფინანსო სექტორს ლომბარდიდან შემოსავლები ისევ ეზრდება. Q1/2022-ისთვის 37.6 მლნ ლარი აქვს მიღებული. სულ საცალო დაკრედიტებიდან კი 76.2 მლნ. მისოების 1.4 მლრდ ლარამდე პორტფელში 700 მლნ ლარის სალომბარდე სესხებზე მოდის.

ბაზარზე მოქმედი 38 მისოდან, რეალური ბიზნესის დაფინანსებაზე მხოლოდ რამდენიმე მუშაობს.

1 აპრილის მდგომარეობით, მიკროსაფინანოს ბაზრის მთლიანი პორტფელი 1.4 მლრდ ლარის 737 800-მდე სესხს მოიცავს Q1/2021 – 1.247 მლრდ; 681 000), აქედან 736 500 საცალო კრედიტია (Q1/2021 –679 500).

მისოების Q1/2022-ის წმინდა მოგება 28.458 მლნ ლარია (Q1/2021 – 23,005 მლნ).

Q1/2022 (₾)                                                      

საცალო - 1.3 მლრდ

ბიზნესსესხები  - 31 მლნ

სესხებიდან შემოსავალი - 90 მლნ         

მ.შ საცალო - 76 მლნ

მ.შ იურიდ. პირ.  - 1.6 მლნ

მ.შ ლომბარდიდან - 38 მლნ

 

Businesspartner