ფინანსები
04/05/2022

მისოსექტორს პერსონალის შენახვის ხარჯი არ ეზრდება

მიკროსაფინანსო სექტორის staff cost-ი სტაბილურია. პერსონალის ხარჯი/შემოსავალთან (staff cost-ი) Q1/2022 -35%-ია. 01.01.2022-ისთვის 35.4% იყო და ანალოგიური კოეფიციეტი იყო გასულ წელს (01.01.2021).

სულ, 2021 წლის განმავლობაში, 38 მისოთი წარმოდგენილ სექტორს აპარატის დაფინანსება 25 მლნ ლარი დაუჯდა (Q2021 – 98.3 მლნ 2020 – 85.7 მლნ) და შემოსავალმა 277 მლნ ლარი შეადგინა (2020 – 242 მლნ ლარი).

მისოების სტაფი საბანკოზე ხარჯიანია (ბანკების staff cost-ი 21%-ია) და მ/ო ბაზრის რამდენიმე მონაწილე შემოსავლის გაზრდის ხარჯზე კოეფიციენტის შემცირებას, მიკრობანკად  გარდაქმნით აპირებს.

მისოების კვარტალური შემოსავალი 72.5 მლნ ლარია 

მისოები შემოსავლებით და staff cost-ით

 

მისო

მლნ ₾

Staff cost**

1

სს "კრისტალი"

53.0

49%

2

შპს "რიკო ექსპრესი"

70.4

19%

3

სს "სვის კაპიტალი"

30.7

26%

4

სს კრედიტსერვისი +"

17.0

50%

5

სს ‘მიკრობიზნესკაპიტალი (MBC)

12.2

48%

6

სს "ლაზიკა კაპიტალი"

8.5

55%

წყარო: სებ-ი & მისოები (2021)

 

 

Businesspartner