ფინანსები
04/08/2021

მონეტარული პოლიტიკის შერბილების ეფექტი - რა სარგებელი მოაქვს იპოთეკის სუბსიდირებას

მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ეროვნული ბანკი ახლო მომავალში არ გეგმავს, წინაპირობა ინფლაციური წნეხია.

ამავდროულად კობა გვენეტაძემ ამ ნაწილში იპოთეკური სესხების სუბსიდირების წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირებას მონეტარული პოლიტიკის შერბილების ეფექტი აქვს.

შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხების სუბსირდირების ახალ ეტაპზე, სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდებათ მშობლებს ახლად შეძენილ შვილზე.

ოჯახებმა, ვისაც 1-ელი სექტემბრის შემდეგ ეყოლებათ ახალშობილი (შეძენიდან 12 თვის განმავლობაში) უნდა მიმართონ ბანკს, აიღონ იპოთეკური სესხი და შეიძინონ ბინა, ან საცხოვრებელი სახლი. თანასუბსიდირება 200 000 ლარის სესხზე მოხდება. 

იმ ოჯახებისთვის, ვისაც შეეძინებათ პირველი ან მეორე შვილი, ბანკის სესხის პროცენტის თანადაფინანსება იქნება თითქმის ნახევარი. პირობითად თუ 12%-ში აიღებენ იპოთეკურ სესხს, აქედან 6% იქნება სახელმწიფოს მიერ დაფარული. 

ხოლო თუ საუბარია მესამე, მეოთხე და მომდევნო შვილებზე, ამ შემთხვევაში თანადაფინანსება გაცილებით მეტია, დაახლოებით 8 %. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ოჯახი დაახლოებით 4%-ში აიღებს იპოთეკურ სესხს, იმისთვის, რომ საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესოს.

სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის მანძილზე განახორციელებს. 

პროგრამის მოქმედების ქვეშ ავტომატურად მოექცევუან მრავალშვილიანი ოჯახები, ანუ ვისაც 3 ან მეტი შვილი ჰყავთ, მათ შესაძლებლობა ექნებათ 1-ელი სექტემბრიდან შემდეგი 12 თვის განმავლობაში მიმართონ საბანკო დაწესებულებას. მათ სახელმწიფო საბანკო პროცენტის 2/3-ს დაუსუბსიდირებს, ესეც დაახლოებით 4%-იანი სესხი იქნება. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები