ფინანსები
18/10/2022

მთავრობა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას 5 ნოემბერს წარადგენს

პარლამენტი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას შენიშვნებით და რეკომენდაციებით მთავრობას უკან უბრუნებს. გადამუშავებული ვერსია კი, საკანონმდებლო ორგანოს 5 ნოემბერს დაუბრუნდება.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა მომავალ წელს 21 მილიარდ 154 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

საჯარო სექტორში ხელფასები გაიზრდება 10%-მდე, ხოლო პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების მომატება გათვალისიწნებულია 20%-ით. იზრდება ასევე პენსიები. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მოიმატებს  65 ლარით, 365 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება.

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით 295 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება. ამ კუთხით მატებაა სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს 494 მილიონი ლარი, რაც პენსიების ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია.

პარლამენტი მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს. 

 

Businesspartner