ფინანსები
25/05/2021

მთავრობამ ბანკებისგან 35 მლნ ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 მლნ ლარის 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 87,75 მლნ ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.39%-ით, მაქსიმალური 9.4%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.393%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Businesspartner